საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს კენჭს აღარ უყრიან. მიზეზი დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობა გახდა. ამის შესახებ დეპუტატებს კობახიძემ კენჭისყრების დაწყებამდე აცნობა. პროცედურა ხვალისთვის გადაიდო.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. უქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა. გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიები მიიღებენ.
ახალი პროექტის თანახმად, იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი. ასევე ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.
2024 წელს კი პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები