არჩილ თალაკვაძე: ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს რაც ქვეყანას აქვს

არჩილ თალაკვაძე – ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.
არჩილ თალაკვაძემ ფინანსთა ახალ მინისტრს მამუკა ბახტაძეს, ასევე პირველ ვიცე პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილის და სამინისტროს მთელ გუნდს აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბიუჯეტი არის მზარდი. ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი. ასევე ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს. რაც მთავარია ეს ბიუჯეტი ორიენტირებულია მომავალზე და განვითარების ისეთ ტემპებზე, რომელიც რეგიონში საქართველოს მოწინავე ქვეყნის პოზიციაში დატოვებს კვლავ. ჩვენ ვალდებულები ვართ მოსახლეობას, საზოგადოებას ძალიან უბრალო ენით ვუთხრათ, თუ რას მოხმარდება ის ზრდა, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტშია ჩადებული. როგორც იცით, 2018 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 12 მილიარდ 459 მილიონი ლარით, რაც 739 მილიონი ლარით მეტია 2017 წლის ბიუჯეტის გეგმაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ და ის ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა, რასაც დამატებითი თანხები მოხმარდება.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს ბიუროკრატიასთან დაკავშირებით და ოპონენტებს მიმართა, რომ მათ „ან რიცხვების წაკითხვა არ შეუძლიათ, ან ერთი დაზეპირებული მესიჯი აქვთ წამოღებული თბილისიდან და ყოველ სესიაზე ამას ლაპარაკობენ“.
„ფინანსთა მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება. წელს მოხდა სერიოზული ეკონომია ამ მიმართულებით. 100 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი ადმინისტრაციულ ხარჯებში და მომავალ წელსაც არის ამბიცია იმისა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები კიდევ უფრო მეტად დაიზოგოს. ეს არის ის „არანახული ბიუროკრატია“ რაზეც თქვენ საუბრობდით. მართალია, თქვენთვის არის ნამდვილად არნახული, რადგან თქვენს პერიოდში წარმოუდგენელი იყო, რომ წლიდან წლამდე ხელისუფლებას თვითონ შეემცირებინა ამ მასშტაბით ადმინისტრაციული ხარჯი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები