ვეფხვია ღვალაძის საცხოვრებელი სახლისა და სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, სოფელ ტანძიაში მცხოვრები ვეფხვია ღვალაძის საცხოვრებელი სახლისა და სახურავის რეაბილიტაცია დაიწყო.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახურავის აღდგენა-შეკეთების სამუშაოები განახორციელა. მოეწყო კარ-ფანჯარა მეტალო პლასტმასით, ასევე წყალგაყვანილობა, ორ ოთახში დაიგო ლამინირებული იატაკი და მოხდა ნაწილობრივ დაზიანებული კედლების შელესვა.
სამუშაოების ღირებულებამ 14 900 ლარი შეადგინა.
R