“ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული” – ნადარეიშვილი

“ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

„მათი ინტერესი არ არის, რომ თითოეულ სახელმწიფოსთან, თითოეულ პროექტზე დადებული ასეთი კომპლექსური ხელშეკრულების დეტალები იყოს საჯარო, რადგან ეს მათ ხელს შეუშლის მოლაპარაკების წარმატებით წარმოებაში სხვა სახელმწიფოებთან.

საქართველო აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს, როგორც 33,33%-ს მფლობელი მხარე. გასაჯაროებულია ის ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ფინანსური ვალდებულებები პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. უპირობო ვალდებულება ფინანსებით უზრუნველყოფის პროექტის არის „იგლ ჰილსის“ მხარეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი ტიპის არც ფინანსური, არც სხვა სახის გარანტიები სახელმწიფოს ამ შეთანხმების ფარგლებში არ აქვს გაცემული“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები