მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: რა მნიშვნელობა აქვს, საიდან იქნება მითითება უსიტყვო მორჩილებისა – მოსკოვიდან, ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან

“რა მნიშვნელობა აქვს, საიდან იქნება მითითება უსიტყვო მორჩილებისა – მოსკოვიდან, ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან. როდესაც უსიტყვო მორჩილებას გთხოვენ უცხოეთიდან, შენ ხარ მათი აგენტი”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ძალიან სამწუხარო და სავალალო საყურებელია სრულიად უფლებააყრილი, ქართული პასპორტის და ეთნოსის მატარებელი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე იმართება ქვეყნის ფარგლებს გარედან, ამ შემთხვევაში კერძოდ ევროკავშირიდან. ეს არის ცალ ფეხზე დგომის ინსტრუქცია“, – განაცხადა  მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები