„რეპეტიტორული საქმიანობა არ არის რეგულირებული საქმე, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, სკოლასთან შეუთანხმებლად, თავისი ცოდნა გადასცეს ბავშვებს” – გორდულაძე

“პედაგოგიური საქმიანობა როგორც სკოლაში განათლების მიცემას გულისხმობს, ასევე, გულისხმობს უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვასაც, შესაბამისად, პედაგოგებს არა მხოლოდ სხვა სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ, საჯარო მოხელეებიც იყვნენ”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან განმარტა, პედაგოგიური საქმიანობის უფლება აქვთ საჯარო მოხელეებსაც.

„რეპეტიტორული საქმიანობა არ არის რეგულირებული საქმე და, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, სკოლასთან შეუთანხმებლად, თავისი ცოდნა გადასცეს ბავშვებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები