დავით ზურაბიშვილი: კონსტიტუცია იმისთვის არის, რომ მეტ-ნაკლებად შეჯერებული იყოს მოსაზრებები

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
„საკონსტიტუციო პროცესს რაც შეეხება, ლოგიკურ დასასრულამდე მიდის, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მან განაცხადა, რომ კონსენსუსს დაეყრდნობოდა და გაითვალისწინებდა საზოგადოების აზრს, მაინც ცდილობს თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს ეს პროცესი, ეს გასაკუთრებით ეხება იმ საქმეს რასაც ჰქვია საარჩევნო კანონმდებლობა. „ქართულმა“ ოცნებამ“ ბოლოს თქვა, რომ აი 2024 წლიდან შევა ძალაში ეს პროპორციული სისტემა მთლიანად, მანამდე კი კვლავ ტოვებს მაჟორიტარებს, ერთ-ერთი მთავარი მომენტი ეს არის. სხვა დანარჩენი ბევრი საკითხია, მათ შორის ზოგიერთი შეიძლება ითქვას წვრილმანი, მაგრამ სწორი შესწორებაა, მაგრამ ზოგიერთი, ჩემი აზრით აშკარად არასწორი. მაგალითად, იგივე რაც პრეზიდენტის უფლებამოსილებას რაც ეხება, არ ვფიქრობ რომ ამ ვითარებაში მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონოდა პრეზიდენტს. შეკვეცილია მისი უფლებამოსილება, სიმბოლურ ფიგურადაც აღარ რჩება. „ქართული ოცნების“ გარდა, არავინ იზიარებს ამ კონსტიტუციას, კონსტიტუცია იმისთვის არის, რომ მეტ-ნაკლებად შეჯერებული უნდა იყოს მოსაზრებები, რომ საზოგადოებაში არსებულ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს, რაც ჯერ-ჯერობით ეყრდნობა „ქართული ოცნების“ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის სურვილებს“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები