ნანა კაკაბაძე: უკრაინის გენერალური პროკურორი გარე ძალებისგან იმართება

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
კაკაბაძე თვლის, რომ „მსოფლიოს მმართველმა მამებმა“ უკრაინას ძალიან მძიმე ბედი გადაუწყვიტეს.
„უკრაინის თემა ძალიან მძიმეა, ჩანს, რომ უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. ამ ქვეყანას მსოფლიოს მმართველმა მამებმა ძალიან მძიმე ბედი გადაუწყვიტეს და ჩვენც ამ მძიმე ბედის აღსრულების პროცესს ვხედავთ. ეს ძალიან მძიმეა საყურებლად, ისეთი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელ ქვეყანასაც უკვე გავლილი აქვს ეს ყოველივე. ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპი, ტერიტორიების დაკარგვის, ხელისუფლების დამხობის და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად გვესმის და გვტკივა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გარე ძალებისგან იმართება.
„ლუცეკომ თქვა, რომ ჩემზე, გარედან არის სერიოზული ზეწოლა, მიხეილ სააკაშილის საქმის გამო. ბუნებრივია, პოროშენკოს არ ეყოფა იმის ძალა რომ გენპროკურორზე ზეწოლა მოახდინოს. რა სახის ზეწოლაა ლუცენკოზე, რომ მან არ გადადგას ის სამართლებრივი ნაბიჯები, რასაც ითვალისწინებს ის დანაშუალი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ღიად სჩადის?! გენპროკურორმა თქვა, რომ არ დაექვემდებარებოდა ზეწოლას, მაგრამ მას რომ ეთქვა, რომ დაექვემდებარებოდა, მაშინ უნდა გადამდგარიყო. აქედან გამომდინარე მას სხვა გზა არ ჰქონდა. თუმცა, რასაც პროკურატურა ახორციელებდა და რასაც ვხედავთ, აშკარად დაექვემდებარა იმ ზეწოლას, რომელიც გარედან მოდიოდა. ზეწოლის ყველაზე ნათელი გამოხატულება კი არის ის, რომ მიხელ სააკაშვილს პატიმრობაც კი ვერ შეუფარდეს. ვერ შეუფარდეს ისეთ უმძიმეს დანაშაულზე, რომელსაც მას ედავებოდნენ – სახელმწიფო გადატრიალებას, დამხობას და უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიღებას. ამაზე მძიმე ბრალდება რა შეიძლება იყოს?! მაგრამ სასამართლო მსჯელობს, რომ თურმე პატიმრობაში არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი“,- აცხადებს კაკაბაძე.
უფლებადამცველი თვლის, რომ იმ ძალამ, რომელიც დღეს ლუცენკოზე და უკრაინაზე ძალადობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა.
„მათ გაითვალისწინეს ის პრობლემები, რომელიც სააკაშვილის პიროვნებას თან ახლავს, _ მისი შინაგანი მდგომარეობა, რომელზეც უკრაინელმა ადვოკატმა ისაუბრა, მისი ფსიქოტიპი. მან ღიად თქვა, რომ როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა, მას რამდენჯერმე დაემართა ნერვული სტრესი. ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასეთი პრობლემები, ანუ ეს გაითვალისიწინეს იმათაც, ვინც უკრაინაზე ახდენს ზეწოლას, რომ მისი პატიმრობა არ შეიძლება, იმიტომ, რომ პატიმრობის შემთხვევაში, შესაძლოა სააკაშვილმა დაკარგოს თავის თავზე კონტროლი. აქედან გამომდინარე, მათ აიძულეს პროკურატურა, რომ პროცესზე პროკურატურას მოეთხოვა არა პატიმრობა, არამედ შინაპატიმრობა, რომ ის ყოფილიყო თავისუფალი. ბევრი ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის უკან დგანან ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ მისგან შექმნან გმირი, რომელსაც ტყვია არ კლავს, ცეცხლი არ წვავს, წყალში არ იძირება, რომელმაც უნდა შეცვალოს ის რეალობა, რაც დღეს უკრაინაშია“,- განაცხადა კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნანა კაკაბაძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადიციის საკითხსაც შეეხო :
„ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბრები, იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილის ექსტრადიციის, როგორ შეიძლება ეშინოდეს, როცა სააკაშვილი ორ დღეც ვერ უძლებს პატიმრობას, დამამშვიდებლები სჭირდება?! მისი ჯანმრთლეობის მდგომრეობა ამისთვისაც კი არ არის მზად, ვის უნდა ეშინოდეს?! და თუ შიში არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში, არსებობს არა სააკაშვილის მიმართ, არამედ იმ ძალების მიმართ, ვინც სხვადასხვა ხელისუფლებაზე ახდენს ზეწოლას, ამ შემთხვევაში ლუცენკოზე“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები