ნანა კაკაბაძე: „ადვოკატთა ასოციაციისთვის” ეს არჩევნები იყო დიდი ლახვარი

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე ისაუბრა.

კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებით, ორგანიზაციას ძალიან დიდი დარტყმა მიადგა.
„ძალიან მძიმე იყო საყურებლად, ის სიუჟეტები, რომელსაც ტელევიზიები აშუქებდნენ, საქმე ეხება არჩევნებს და მითუმეტეს, როცა ამ არჩევნებს თან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ახლდა. ეს იყო იურისტების მიერ ჩატარებული არჩევნები, რომელსაც წითელ ზოლად გასდევდა, რომ ეს არ იყო სამართლიანად და გაუყალბებლად ჩატარებული არჩევნები, რაც ძალიან მძიმეა.
როგორი იქნება შედეგები, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი, რომ ასეთი რაღაც დაფიქსირდა არჩევნებზე, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ „ადვოკატთა ასოციაციას“ მიადგა ძალიან დიდი დარტყმა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ასოციაცია იყო წელში გამართული სისტემის მქონე, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდი ლახვარია „ადვოკატთა ასოციაციისთვის“. ვნახოთ, იქნებ შეძლონ და გამოასწორონ ეს სიტუაცია, რომელიც ამ არჩევნებმა აჩვენა“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
კაკაბაძის თქმით, მერე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც არის ლეგიტიმაცია და არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
„თუ კომისიის ნახევარი დავობს იმაზე, რომ ამ არჩევნებს აკლდა სწორედ ლეგიმტიმაცია, ასეთ შემთხვევაში მეორე ტურის დანიშვნა გაუგებარი იქნება. სერიოზული დარტყმაა ის, რაც ჩვენ ვნახეთ და ამის გაგრძელება კიდევ ამ მიმართულებით ძალიან ცუდი იქნება. ვფიქრობ, დღეს „ადვოკატთა ასოციაციისთვის“, ჯობია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ხელახალი გამჭვირვალე არჩევნებისა და გაძლიერებული მონიტორინგის ფონზე, დადგეს შედეგი. თუ გამარჯვებულია ის კანდიდატი რომელიც გამოვლინდა, ხელახალი არჩვნების დროსაც გაიმარჯვებს და თუ არ არის გამარჯვებული და ეს არის ხელოვნური, მაშინ მანაც უნდა იფიქროს იმაზე, რომ დღეს „ადვოკატთა ასოციაციას“ არ სჭირდება ისეთი იმიჯი, რა იმიჯსაც ასეთი არჩვენები ტოვებს“,- აღნიშნა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები