ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
imedinews-ის ინფორმაციით, შემთხვევა ოთხი საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თინა ქარსელაძე ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორად 2009 წლიდან მუშაობდა.