იემენში მძევლად აყვანილი 4 ჟურნალისტი დაიღუპა

იემენის ინფორმაციის მინისტრის განცხადებით, ტელეკომპანია „Yemen Today“-ის 4 ჟურნალისტი, რომელიც ორი კვირა მძევლებად ჰუსიტებს ჰყავდათ აყვანილი, დაიღუპნენ.
მისი თქმით, დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ჰუსიტების მიერ ტელეკომპანიის შტურმის დროს დაჭრილ ჟურნალისტებს, რომლებიც სისხლისგან იცლებოდნენ, არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მინისტრმა დაღუპული ჟურნალისტების ვინაობა არ დაასახელა.
ასევე, მისი თქმით, „Yemen Today“-ის სხვა ჟურნალისტები, რომლებიც მძევლებად არიან აყვანილნი, უცნობ ადგილას გადაიყვანეს და არ არის გამორიცხული მათი ლიკვიდაციისთვის მზადება მიმდინარეობდეს. მან ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს იემენში, არაბი ჟურნალისტების პროფკავშირს, მსოფლიოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჩაერიონ არსებულ ვითარებაში. მინისტრი სთხოვს მსოფლიო თანამეგობრობას, მოახდინოს ზეწოლა ჰუსიტებზე, რათა მათ გაათავისუფლონ მძევლად აყვანილი ჟურნალისტები. ამბოხებულებმა იემენის დედაქალაქ სანეში ტელეცენტრის შენობა ჩაიგდეს ხელში, სადაც ტელეკომპანია „Yemen Today“-ია განთავსებული და მძევლად 41 ადამიანი აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები