„Uber“ – მა მგზავრს შეცდომით ბარათიდან 18 ათასი კანადური დოლარი ჩამოაჭრა

ონლაინ-სერვის „Uber“ – მა ტორონტოს მკვიდრ მამაკაცს შეცდომით ბარათიდან 18 ათასი კანადური დოლარი ჩამოაჭრა. მამაკაცმა ქალაქის აღმოსავლეთის ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში მისასვლელად „Uber”- ტაქსი გამოიძახა, მგზავრობამ მხოლოდ 20 წუთი გასტანა. ელექტრონული გადახდის მეშვეობით კი, მამაკაცს ტაქსით სარგებლობისთვის, მართლაც რომ, ასტრონომიული თანხა -18 ათასი დოლარი ჩამოაჭრეს.
მოგვიანებით, მამაკაცი კომპანიასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა იქ მის ზარებს აღარ პასუხობდნენ. ამის შემდეგ მისმა მეგობარმა ქალმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შეტყობინება დაწერა, რასაც „Uber“ გამოეხმაურა და ბოდიშიც მოიხადა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მოხდა ტექნიკური შეცდომა, ჩამოჭრილი თანხა უკვე მთლიანად პატრონს დაუბრუნდა, ახლა კომპანიაში მომხდარის მიზეზის გარკვევას ცდილობენ.
„Uber“- ტაქსების კერძო კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა სან-ფრანცისკოში მდებარეობს. დღეისათვის, „უბერი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში ფუნქციონირებს, კომპანია მასთან მომუშავე მძღოლებისგან, ყოველი გამოძახებიდან, 20%-ის ოდენობის საკომისიოს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები