ავსტრალიაში „ტერორიზმის საგანგაშო სისტემები“ დამონტაჟდება

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში „ტერორიზმის საგანგაშო სისტემები“ 90-ზე მეტ ადგილას დამონტაჟდება, მათი ტესტირება კი, 28 დეკემბერს დაიწყება.
ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში, აკუსტიკური სისტემები ჩაირთვება, რომლის დახმარებით, მელბურნის მოსახლეობა, სამართალდამცველების ინსტრუქციებს მოისმენს.
მას შემდეგ, რაც მელბურნის პოლიციამ, საშობაო დღესასწაულზე დაგეგმილი 2 ტერაქტი აღკვეთა, ხელისუფლებამ განგაშის ახალი სისტემების დამონტაჟება გადაწყვიტა.
ერთი თვის წინ, სამართალდამცველებმა ავსტრალიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საშობაო დღესასწაულზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა. პოლიციის განცხადებით, 20 წლის დამნაშავეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საშობაო დღესასწაულზე მისული ადამიანების მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები