დონალდ ტრამპი „ნასას“ მიმართავს, გაგზავნოს ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, „ნასას“, ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე ვიზიტისთვის მიმართა და აღნიშნა, რომ მთვარეზე ვიზიტი, მარსზე ჩასვლის წინაპირობა იქნება.
„ამ დროისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ, ჩვენი დროშისა და კვალის დატოვებას“ _ აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ცერემონიაზე, სადაც მან ახალი სივრცის პოლიტიკურ დირექტივებს ხელი მოაწერა.
კოსმოსური პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ მარსზე ვიზიტის ნებისმიერი მცდელობა, დიდ ძალისხმევასა და ტექნიკურ შრომას მოითხოვს, დედამიწიდან მარსამდე 250 მილიონი კილომეტრია.
აშშ, ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად, სხვადასხვა ერებთან და კერძო მეწარმეებთან იმუშავებს, რათა განავითარონ ტექნოლოგიები და საშუალებები, რაც მარსის და მზის სხვა სისტემებზეა ორიენტირებული.
ამერიკელმა ასტრონავტებმა, მთვარეზე ბოლო ვიზიტი 1972 წელს განახორციელეს.
1969 წლის 20 ივლისს, ამერიკელი ასტრონავტი ნელი არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, რომელიც მთვარეზე ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები