ინდოეთში 6 წლის გოგონა მოკლეს

ინდოეთში 6 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადეს და შემდეგ მოკლეს. ინდოელმა სამართალდამცველებმა, 6 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის, რამდენიმე ადამიანი დაკითხეს.
გოგონას სხეული სამართალდამცველებმა, მის სახლთან ახლოს აღმოაჩინეს. რამდენიმე დღით ადრე კი, პოლიციაში ბავშვის დაკარგვის თაობაზე განაცხადეს.
გოგონას დედამ „BBC“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მკვლელობის გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა სურს.
„უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია“ აღნიშნეს გოგონას მშობელმა.
სამართალდამცველებმა, 6 წლის გოგონას მამის 3 ნათესავი დაკითხეს. ინდოეთის მთავრობამ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რომელიც გამოძიებას საკუთარ თავზე აიღებს.
ადგილობრივი მაცხოვრებლები, ნათესავები და პოლიტიკური ლიდერები, პროტესტის ნიშნად, გოგონას სოფელში შეიკრიბნენ. მოსახლეობამ ხელისუფლებას მოუწოდა, კანონში ცვლილებები შეიტანონ და გაუპატიურებისთვის სიკვდილით დასჯის წესი აამოქმედონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები