ნიუ-იორკში აფეთქება მოხდა, არიან დაჭრილები (ფოტო, ვიდეო)

ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ, მანჰეტენზე 42-ე ქუჩისა და მე-8 ავენიუს კვეთაზე მდებარე ავტოსადგურში აფეთქება მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაჭრილია, ხოლო ერთი პირი დაკავებულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია სავარაუდოდ ის პირი, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაცია მოახდინა.



კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები