დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, „მშვიდობის შესაძლებლობას იძლევა“.
ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას, ნეთანიაჰუმ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „რეალობის აღიარება, მშვიდობის არსს წარმოადგენს, რომელიც მშვიდობის საფუძველია“
ევროკავშირის დიპლომატიური საბჭოს ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ, ებრაელების მიმართ ყველანაირი თავდასხმა დაგმო, მას შემდეგ, რაც ტრამპის დეკლარაციის საპროტესტო აქციების დროს, ებრაელებზე გათვლილი ინციდენტი გამოვლინდა.
„ნება მომეცით, დავგმო ყველა შესაძლო იერიში ებრაელების მიმართ, მათ შორის, ევროპაშიც“, _ განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ, ევროკავშირის 28 საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები