აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სერგეი ლავროვი შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ერთმანეთს, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ.
შეხვედრისას, ლავროვმა და ტილერსონმა სირიაში განვითარებული სამოქალაქო კონფლიქტის დასაძლევად, შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. „მხოლოდ სირიელებს აქვთ საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება“, _ აღნიშნა ლავროვმა
მათ ასევე უკრაინისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ფხენიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები უნდა დაიცვას. ლავროვმა სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულზე განხორციელებულ საბრძოლო წვრთნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკამ ბირთვული პრობლემის გადაჭრა დიპლომატიურად უნდა მოახერხოს.
4 დეკემბერს, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საჰაერო ძალებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 18 საბრძოლო თვითმფრინავის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან მკაცრად დაგმო სეული და ვაშინგტონის მანევრები.
აშშ-ის სახემწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ დაეთანხმება, დაწესებულ სანქციებს კი, სანამ უკრაინა ნახევარკუნძულზე კონტროლს არ დაიბრუნებს, აშშ გააუქმებს.
რექს ტილერსონიმ და სერგეი ლავროვმა, ყურადღება ორმხრივ ურთიერთობაზეც გაამახვილეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული მედიისა და დიპლომატების ზეწოლაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები