ომსკში ფერმერი მოკლეს, ცხედარი კი ღორებს აჭამეს

ომსკის საოლქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ყაზახეთის მოქალაქეს და მის თანამზრახველ ქალს, რომლებმაც მეზობელი ფერმერი სასტიკად მოკლეს, ცხედარი კი, ღორებს აჭამეს.
40 წლის მამაკაცს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17 წლის გატარება მოუწევს, მის თანამზრახველს კი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც ირკვევა, მათ იცოდნენ, რომ მარტოხელა, 57 წლის ფერმერს სახლში ფული ჰქონდა. დამნაშავეებმა გადაწყვიტეს მასზე თავდასხმის მოწყობა და ფულის წართმევა. ღამის საათებში დამნაშავემ ჯერ მეზობელთან ერთად სპირტიანი სასმელი დალია, როდესაც მეზობელი დაათრო, მალევე გაგუდა, შემდეგ კი, თანამზრახველ ქალთან ერთად, 200 ათას რუბლზე მეტი გაიტაცა, რომელიც პირადი მიზნებისთვის დახარჯა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა მოკლულის ცხედარი ფერმაში გადაიტანეს და ღორებს აჭამეს. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფერმერის გაუჩინარების შესახებ, მისმა ნათესავმა პოლიციას შეატყობინა. ეჭვმიტანილები გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთნენ და მათი დანაშაული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგინდა. საქმეში მონაწილეებმა აღიარეს დანაშაული, თუმცა მათი თქმით, გატაცებული თანხა ბევრად ნაკლები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები