მუსლიმანები „მრისხანების დღეზე“ იკრიბებიან

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან, მუსლიმანები დღის ლოცვაზე იკრიბებიან. ლოცვაზე დასასწრებად უამრავი მორწმუნე მუსლიმი, დამასკის კარიბჭით, იერუსალიმის ძველ ქალაქში შედის. კარიბჭესთან მათ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მედიასაშუალებების წარმომადგენლები აჩერებენ და აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აზრის გამოთქმას სთხოვენ.
როგორც დასავლური მედია გადმოსცემს, მუსლიმანების მიერ განვლილი მთელი მარშრუტი, საჯარისო ნაწილების მიერ კონტროლდება, რომელთა შორის არაერთი ქალია. მეჩეთთან მხოლოდ მუსლიმანებს უშვებენ, ეკითხებიან რა, მოსულ ადამიანს, არის თუ არა ის მუსლიმანი. ასევე, 50 მეტრში პალესტინელი ჯარისკაცები დგანან, რომლებიც რამდენიმე კითხვით ისლამის საფუძვლების ცოდნას ამოწმებენ და მხოლოდ მათ უშვებენ, ვინც ამ კითხვებს პასუხობს. თვითმხილველების გადმოცემით, ამ დროისთვის მეჩეთთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.
იერუსალიმის ძველ ქალაქში ტურისტების გადაადგილება არ შეწყვეტილა, ასევე, ნებისმიერს შეუძლია გოდების კედელთან მისვლაც. კედელთან რამდენიმე ათეული პოლიციის ეკიპაჟი და ავტობუსია განთავსებული. სამართალდამცველებს ჯავშანჟილეტები აცვიათ. ამას გარდა, ბევრი პოლიციის მანქანა ძველი ქალაქის კედლის გარეთა მხარესთან არის მობილიზებული.
იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული გაძლიერება გუშინ, „ჰამასის“ ლიდერის მიერ, „მრისხანების დღის“ გამოცხადებამ გამოიწვია, რისი მიზეზიც, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები