თეთრი სახლი დონალდ ტრამპის სამედიცინო შემოწმების შედეგებს გაასაჯაროებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2018 წლის დასაწყისში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ექიმებს, შედეგების გასაჯაროების უფლებას მისცემს.
ამის შესახებ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა. ტრამპი სამედიცინო შემოწმებას ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში გაივლის, რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს.
„მონაცემები მაშინვე გასაჯაროვდება, როცა შემოწმების შედეგები ცნობილი გახდება“-განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. როგორც ამერიკულ მედიაში საუბრობენ, ბოლო დროს გაჩნდა კითხვები დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნოემბერში ტრამპმა ორჯერ შეწყვიტა გამოსვლა თეთრ სახლში, რათა ბოთლიდან წყალი დაელია. მეორე შემთხვევა კი, ოთხშაბათს იყო, როდესაც პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ყელი გაუშრა და სიტყვების გასაგებად წარმოთქმა გაუჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები