მოსკოვის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვში რამენსკის რაიონში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ria.ru” ავრცელებს. მათივე თქმით, გარდაცვლილია სამი უზბეკი ადამიანი, მათგან ერთი მამაკაცი, ხოლო ორი ქალბატონია.

„იქ მომუშავე სამი უზბეკი ადამიანი დაიღუპა. ხოლო ათი ადამიანი ევაკუირებულია“, – აცხადებენ სააგენტოს საგანგებო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, გადარჩენილთაგან 5 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 40 კვ-მეტრზე იყო გავრცელებული. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები