ისრაელში ერთ-ერთ პარკს დონალდ ტრამპის სახელს მიანიჭებენ

ისრაელის ქალაქ კირიათ-იამში ცენტრალურ პარკს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება. ეს ერთგვარი მადლობაა აშშ-ის პრეზიდენტისადმი იმის გამო, რომ მან იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

“აშშ-ის პრეზიდენტმა გაბედული და შეუდარებელი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ვერ გაბედა მისმა ვერცერთმა წინამორბედმა. ჩვენ მას ამის გამო პატივი უნდა ვცეთ“ – განაცხადა ქალაქის მერმა დევიდ ევენ ტცურმა.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

ისრაელის პრემიერმა ამის გამო აშშ-ს მადლობა გადაუხადა და ფაქტს “მამაცი და სამართლიანი” გადაწყვეტილება უწოდა.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს.

აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას ახლო აღმოსავლეთში შეტაკებები უკვე მოჰყვა.მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება ახლაც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები