ლილოს დასახლებაში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი დაერქმევა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა.

ლილოს დასახლებაში, პირველი კვარტლის მიმდებარედ, უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდების მინიჭების თაობაზე მოსახლეობამ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას განცხადებით მიმართა.

ნიბლოშვილმა უსახელო ქუჩები პირადად დაათვალიერა და განაცხადა, რომ  აღნიშნულ საკითხს კომისიის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილავენ.

ლილოს დასახლებაში მცხოვრებლებს საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძეც შეხვდა.

ტყემალაძე მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები