ირაკლი კობახიძე შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს, კარინ იამტინს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე,  სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიღწეულ წარმატებებს.  კარინ იამტინის შეფასებით, საქართველო რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად  მიიწევს ევროკავშირთან დაახლოებისკენ.

მხარეებმა  გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კარინ იამტინმა მწვანე ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ირაკლი კობახიძემ  სააგენტოს გენერალურ დირექტორს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები