გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას ბოდიშს უხდის.  გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოფშკვითში, 17 წლის მოზარდის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, აღნიშნულ ფაქტზე საუბარი არ იყო.
“მინდა გავაკეთო განმარტება. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვისაუბრე თბილისში ტრაგედიაზე, რომელსაც 2 ახალგაზრდის სიცოხლე შეეწირა. პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონში მომხდარი ტრაგედია. მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები. არ მინდა, ამან გამოიწვიოს უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც სამართლიანი იქნება. სადაც არ უნდა მოხდეს ასეთი ტრაგედია, ჩვენთვის არის დიდი ტრაგედია. სახელმწიფო ასეთ ტრაგედიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენს რეაგირებას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოფშკვითში რამდენიმე დღის 17 წლის მოზარდი თანატოლმა მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები