“ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც იერუსალიმის საკითხია, დეპუტატისგან წერილობით მომართვა მიუღებელია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე დეპუტატისგან საჯაროდ, წერილობით მიმართვა მიუღებელია.

“უმრავლესობის ფარგლებში წერილის მიწერა არის ჩემთვის მიუღებელი ფორმა. სენსიტიური საკითხია, უნდა ვიმსჯელოთ და ხელისუფლება დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ყველა დეპუტატს პატივს ვცემ, მაგრამ წერილობით ასეთ სენსიტიურ თემაზე განცხადება მიუღებლად მიმაჩნია”, – აღნიშნა  კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები