გარემოს მინიტორინგის გაუმჯობესებისა და ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქაართველოში

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, პროექტზე „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

მონაწილეები  კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების კარგვასა და გაუდაბნოების,  რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებისთვის  მონიტორინგის დაგეგმვასა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობის საკითხებს გაეცნენ.

პროექტის მიზნია, გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესება, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლება, რაც სახელმწიფოში გარემოსდაცვითი დაგეგმარების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესებას შუწყობს ხელს.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF)და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  დაფინანსებით განხორციელდა.

შეხვედრას, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები