უნგრეთი უკრაინის კორუფციულ სკანდალზე ევროკავშირისგან რეაქციას ელოდება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირს მოუწოდა, ატეხილი კორუფციული სკანდალის შემდეგ, უკრაინის დახმარება შეწყვიტოს.
სიიარტოს თქმით, სკანდალმა ასევე სერიოზული კითხვები გააჩინა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსების გამჭვირვალობასა და კონტროლზე.
“უკრაინა სამხედრო მაფიისა და კორუმპირებული სისტემის სამშობლოა და ევროკომისიის პრეზიდენტი, გადახდების შეჩერებისა და დაუყოვნებელი ფინანსური აუდიტის მოთხოვნის ნაცვლად, უკრაინისთვის კიდევ 100 მილიარდი ევროს გაგზავნას აპირებს. ეს სიგიჟეა”,- განაცხადა მან.
სიიარტოს განმარტებით, ბრიუსელს უნდა შეეძლოს ნათლად ახსნას, თუ როგორ იხარჯება ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინაში და უზრუნველყოფილ იქნას მისი მიზნობრივი გამოყენება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მოვლენამ ისევ წარმოაჩინა სისტემური პრობლემები უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებში, რაც, მისი შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან დახმარების პაკეტების გადახედვას მოითხოვს.