საჩხერის მუნიციპალიტეტის ქალაქის #3, სოფელ კორბოულის (სისვაძეების) და სოფელ მერჯევის საბავშვო ბაღებმა ოთხწლიანი ავტორიზაცია გაიარეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის ქალაქის #3, სოფელ კორბოულის (სისვაძეების) და სოფელ მერჯევის საბავშვო ბაღებმა ოთხწლიანი ავტორიზაცია გაიარეს. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტორიზაციის პროცესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ, სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობდა, რომელიც ოთხ მიმართულებას მოიცავდა: მისია, ხედვა, ღირებულებები და სტრატეგიული განვითარება; კურიკულუმი – სასწავლო გეგმა; ოჯახისა და თემის ჩართულობა; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა (კვება, ჰიგიენა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და სხვა).
სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მუნიციპალიტეტის აღნიშნულმა ბაღებმა ავტორიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით პირველებმა, თიანეთის მუნიციპალიტეტთან ერთად გაიარეს.