ანტონიო გუტიერეშმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილს, გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს  ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს გაეროსთვის  და აღნიშნეს ზოგადად ტურიზმის სფეროს და ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა მსოფლიო ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის,  ხალხთაშორისი კავშირების, მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეხვედრისას ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და ახალი შესაძლებლობების გამოვლენის პერსპექტივები განილიხეს. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ანტონიო გუტიერეშს ორგანიზაციაში საკუთარი საქმიანობის ხედვები და პრიორიტეტები  გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები