რუსთაველზე “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, დღვანდელი მსვლელობა ღირსების მანიფესტაციაა, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

ენმ-ის წევრების განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

ისინი საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით რუსული მხარეა დაინტერესებული.

მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. ავტომობილების გადაადგილება საპატრულო პოლიციის მეშვეობით რეგულირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები