მიხეილ სააკაშვილი: ლუცენკოს არ აქვს იურიდიული განათლება, მე სამი დიპლომი მაქვს

“მე არ ვთვლი მას გენერალურ პროკურორად. ამ ადამიანს არ აქვს იურიდიული განათლება.

წარმოადგინოს დიპლომი”, – ასე მიმართა უკრაინული ოპოზიციური პარტიის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თავად მას სამი დიპლომი აქვს.

“მე არ ვთვლი მას გენერალურ პროკურორად. ამ ადამიანს არ აქვს იურიდიული განათლება. წარმოადგინოს დიპლომი. მე მაქვს იურიდიული დიპლომი. სამი დიპლომი მაქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, უკრაინის უმაღლეს რადასთან გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აქციაზე გულწრფელი ადამიანების პროტესტია, რომლებსაც ფული არ აქვთ. მან რადასთან შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდა, აქციაზე ბუტერბროდები, წყალი და მედიკამენტები მიიტანონ.

“ეს არ არის ოლიგარქების აქცია. ეს არის გულწრფელი ადამიანების პროტესტი, რომლებსაც ფული არ აქვთ. ორი ვადით ვიყავი პრეზიდენტი და პოროშენკოსგან განსხვავებით, არ მაქვს მილიონები და მილიარდები.

გამიხარდება, თუ აქ ბუტერბროდებს, შეშას მოიტანთ და საღამოს ექვს საათზე შევიკრიბებით”, – განაცხადა სააკაშვილმა ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები