ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იანვრიდან 50-თეთრიანი მონეტა გადახდის კანონიერ სტატუსს კარგავს

2018 წლის 1-ლი იანვრიდან ოქროსფერი, 50-თეთრიანი მონეტა გადახდის კანონიერ სტატუსს კარგავს.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ, ანგარიშსწორების მიზნით, ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის მიღების ვალდებულება.

სებ-ის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის გადაცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 50-თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები