მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა, ექიმები მასთან მისვლას ვერ ახერხებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა. მიკროავტობუსი, სადაც ის იმყოფება, ამ დრომდე აქტივისტების ალყაშია მოქცეული.
ექიმების ბრიგადა, რომელიც დასახმარებლად მივიდა, ხალხის სიმჭიდროვის გამო, ვერ ახერხებს მანქანასთან მიახლოებას.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სახლის სახურავზე დააკავეს. მხარდამჭერები მიკროავტობუსს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები