500 ათასი დოლარი და სახელმწიფო გადატრიალება – რას ედავებიან სააკაშვილს

უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას ძებნილი ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა. ამის შესახებ იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
კურჩენკო ვიქტორ იანუკოვიჩის ე.წ „ოჯახს“ ეკუთვნის. „სპეცოპერაცია კიევში ეხება რიგი პოლიტიკოსების და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობას იანუკოვიჩის დანაშაულებრივი ორგანიზებული დაჯგუფების წევრებთან, პირველ რიგში მათ შორისაა სერგეი კურჩენკო”, – განაცხადა იური ლუცენკომ.
გენერალური პროკურორის განცხადებით, ამ დაჯგუფების ფულით, ოდესის ადმინისტრაციის უფროსი და მასთან დაახლოებული პირები აფინანსებდნენ საპროტესტო აქციებს, რომელთა მიზანიც „უკრაინის სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება“ იყო.
„დადგენილია, რომ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, კერძოდ კი, სევერიონ დონღაძემ, სააკაშვილის თანხმობით, სანდო პირის მეშვეობით, თხოვნით მიმართა სერგეი კურჩენკოს, რომელიც უკრაინელ სამართალდამცველებს მოსკოვში ემალება. თხოვნა ეხებოდა სააკაშვილის მოღვაწეობის სტაბილურ დაფინანსებას“, – აცხადებს ლუცენკო.
მისივე განმარტებით, სააკაშვილმა კურჩენკოსგან ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ფარული სატელეფონო ჩანაწერების ჩვენება მოხდა, სადაც პროკურატურის მტკიცებით, დონღაძე უცნობ პირს ესაუბრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები