კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრადირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კიევში განვითარებული მოვლენების და მიხეილ სააკაშვილის დაკავების თაობაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მის გადმოცემასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაგზავნილია.
„უკრაინის შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ შესაბამისი კითხვები სააკაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუმცა საქართველოში მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. სააკაშვილს წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, გაგზავნილია მოთხოვნა მის გადმოცემასთან დაკავშირებით და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრადირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ “, –განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები