ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის სამოქალაქო პანაშვიდი

საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ეკლესიაში, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე მივიდნენ.
მათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს, დაიჭრა ორი მოზარდი, ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი მოზარდი, დათო სალარიძე 2 დეკემბერს “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარზე 5 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები