ლუცენკოს ბრალდების პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერები “ევროპის მოედანზე” ბარიკადებს აღმართავენ

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კიევში, “ევროპის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარიკადებს აღმართავენ.
ისინი ცდილობენ, სპეცრაზმის თანამშრომლებს საშუალება არ მისცენ, სააკაშვილი საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანონ. საქართველოს ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები ბარიკადებს სანაგვე ურნებით და ბეტონის ფილებით აგებენ.
პარალელურად, უკრაინის პროკურორმა იური ლუცენკომ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯგუფმა რუსეთიდან აქციების ორგანიზებისთვის 500 ათასი დოლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები