კიევში, ერთ-ერთმა აქტივისტმა სააკაშვილის სახლთან თავის დაწვა სცადა (ვიდეო)

კიევში, ერთ-ერთმა აქტივისტმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლთან, თავის დაწვა სცადა.
ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტი, ევგენი რუდენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, კიევში, ცოტა ხნის წინ დააკავეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცრაზმმა შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. სამართალდამცველებმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართა.
შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები კი, იმ მიკროავტობუსს, სადაც სააკაშვილია მოთავსებული, გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მიკროავტობუსი კიევში კოსტიოლნის ქუჩაზეა გაჩერებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები