სპეცრაზმმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვა (ფოტო)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმის თანამშრომლებმა სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვეს. ის შესაბამის ორგანოში დაკითხვაზე გადაჰყავთ.
სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს მიმართა.
შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.