სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი  ტევადობის ავტობუსების მოძრაობა კი აკრძალული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები