მირზა სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით მიმართა

პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მირზა სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირა, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია. მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში. ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა, დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს“, – აცხადებს სუბელიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები