მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 4-5 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს.

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში კოლეგებთან შეხვედრისას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები