დავით მათიკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ და რაღაც ალიანსები, რომელსაც ქმნიან, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი სახე – ოპოზიციას ნდობა არ გააჩნია, ამიტომ გააგრძელონ სახლობანას თამაში

„ნაციონალური მოძრაობა“ და რაღაც ალიანსები, რომელსაც ქმნიან, პრინციპში არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი სახე,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე ნებისმიერი წარმატება გაიზომება საზოგადოების მხარდაჭერით, ოპოზიციას ნდობა არ გააჩნია, ამიტომ გააგრძელონ სახლობანას თამაში.

“პრეზიდენტობანასა და პრემიერ-მინისტრობანას თამაშის შემდეგ ალბათ სახლობანაზე გადავლენ, კიდევ მოიგონებენ რაღაც თამაშებს, რათა თავი გაიმხნეონ, ერთ მუჭა მხარდამჭერებსა და დავალების მიმცემებს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰყავთ გზავნილი გაუგზავნონ.
ნამდვილად არ იქნება სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის თუ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და რაღაც ალიანსები, რომელსაც ქმნიან, პრინციპში არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი სახე. ცხადზე ცხადია, რომ მათი ნებისმიერი ნაბიჯი გაიზომება საზოგადოების მხრიდან ნდობით. ნდობა მათ არ გააჩნიათ, ამიტომ გააგრძელონ სახლობანას თამაში. მაგაში ჩვენ ხელს ნამდვილად ვერ შევუშლით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები