ექიმი: ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა-მას 7 ძირითადი ჭრილობა ჰქონდა

ხორავას ქუჩაზე, დაჭრილი 16 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოზარდის მსგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
“პრაქტიკულად, პაციენტი ნული წნევით შემოვიდა. პირდაპირი გულის მასაჟით შევიდა პაციენტი საოპერაციოში. საკაციდან საოპერაციო მაგიდაზე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა და პირდაპირ იმაზე დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, რითაც შემოიყვანეს. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის. რა გართულებები იქნება შემდგომში, ამაზე ლაპარაკი უკვე ძნელია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთ გამეტებით მიყენებული ჭრილობები 16 წლის ბავშვზე, არ ვიცი, საშინელებაა. ეს იყო შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი ჭრილობები მუცლის არეში, ღვიძლზე იყო გამჭოლი ჭრილობა. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძრღვები, ბარძაყის არტერია, კერძოდ, ვენა. რომ მოიყვანეს სისხლი არ იყო. ჯგუფის დასადგენადაც კი ვერ ავიღეთ სისხლი ისეთი მდგომარეობა იყო. ნული წნევით, გული გაჩერებული, გულის პირდაპირი მასაჟით შევიდა საოპერაციოში“, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ მას ჰქონდა 7 ძირითადი ჭრილობა,-განაცხადა იმედაძემ.
იმედაძის ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
„მზად ვართ, რომ თუ კიდევ რამე დასჭირდა, გაკეთდეს. ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მგონია, რომ ვინც გაიგო, მთელი საქართველო განიცდის და ამ ბავშვის გადასარჩენად ლოცულობს. ჩვენც ერთი სული გვაქვს, როცა ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.
დღეს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები