ვერაზე დაჭრილ მოზარდს მეორე ოპერაციისთვის ამზადებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ვერაზე დაჭრილი 16 წლის მოზარდის პირველი ოპერაცია დასრულდა და მას მეორე ოპერაციისთვის ამზადებენ.
სოფრომაძის თქმით, პაციენტი ექიმებს 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ აყვანილი, რათა მოზარდს სიცოცხლე შეუნარჩუნონ.
“პაციენტი ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. საჭიროა პოსტოპერაციული რევიზიის ჩატარება და გართულებების თავიდან აცილება. ის ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მოზარდის სიცოცხლე შეინარჩუნონ”, – აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები