gwp ვარკეთილი 3-ის ყველა მიკრორაინში წყალმომარაგების სისტემაზე ახალ ურდულებს ამონტაჟებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 2017 წლის საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონებია, სადაც წყალმომარაგების ქსელი იცვლება და ახალი ურდულები მონტაჟდება.
პროექტის მიხედვით, ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონებში კომპანია ჯამში 88 ურდულს დაამონტაჟებს, რაც მინიმუმამდე შეამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს.
ამ ეტაპზე, ვარკეთილი 3-ში 30 ურდულზე მეტი დამონტაჟდა. სამუშაოების მეორე ნაწილი ხვალიდან, 2 დეკემბრიდან გაგრძელდება და მომავალი 2 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში განახორციელებენ. სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 2 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან, 3 დეკემბრის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილი 3-ის I მიკრორაიონს და II მიკრორაიონის ნაწილს.
4 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან, 5 დეკემბრის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვარკეთილი 3-ის IIIა მიკრორაიონს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები