აშშ-ში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით, აშშ-ში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. მიწისძვრის ეპიცენტრად დელავერის შტატი დაფიქსირდა.
ამერიკელი გეოფიზიკოსი პოლ კარუზო მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მიწისძვრებით, არავინ დაზარალდება.
დელავერის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიწისძვრიდან ნახევარი საათის შემდეგ, დაზარალებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა.
ბიძგები აშშ-ის რამდენიმე ქალაქშიც იგრძნობოდა, მათ შორის, ნიუ-იორკში, ბალტიმორში, მერილენდსა და ნიუ-ჯერსიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები