კომპანია „Tesla”-მ ავსტრალიაში მეგა-ელემენტი გაააქტიურა

კომპანია „Tesla”-მ 100 მეგავატიანი ელემენტის გააქტიურება, ოფიციალურად დღეს განახორციელა.
ბოლო დროის განმავლობაში,სამხრეთ ავსტრალიას, ელექტროენერგიის პრობლემები ჰქონდა. კომპანია Tesla”-ს დირექტორმა ელონ მასკიმ, პირობა დადო, რომ მეგა-ელემენტს 100 დღეში დაამზადებდა, თუ კომპანია დადებულ პირობას დაარღვევდა, ავსტრალია ელემენტისგან გამომუშავებულ ენერგიას უფასოდ მოიხმარდა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯეი ვედერილი, ელემენტის ამოქმედებას დადებითად შეხვდა. გასულ წელს ელექტროენერგია მთლიან ავსტრალიას შეუწყდა, მეგა-ბატარია კი, მსგავს პრეცენდენტს აღარ დაუშვებს, აღნიშნა პრემიერმა.
ელონ მასკიმ აღნიშნა, რომ მის მიერ შექმნილი ელემენტი მომავლის მეგა-ელემენტთან შედარებით, სამჯერ უფრო მძლავრია, რომლის ბოლომდე დამუხტვის შემდეგ, შესაძლებელი იქნება 30 000 სახლს, ელექტროენერგია 1 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები